11 კვირის უსახელო პანდა - სან დიეგოს ზოოპარკის ახალი ვარსკვლავი
სან დიეგოს ზოოპარკის ბინადარი ახალშობილი პანდა უკვე ნამდვილი ვარსკვლავია. ზოოპარკის თანამშრომლებმა გაავრცელეს ვიდეო, სადაც ახალშობილი პანდას პირველი ნაბიჯებია ასახული. ბიჭუნა პანდა ჯერ მხოლოდ 11 კვირისაა, ოთხ კილოგრამს იწონის და 54 სანტიმეტრი სიგრძისაა. ახალშობილისთვის სახელი ჯერ არ შეურჩევიათ, რადგან ჩინური ტრადიციის თანახმად, პანდას სახელს 100 დღის ასაკში არქმევენ. თუმცა მომვლელები პატარა პანდას, მოფერებით, რაც არ უნდა უცნაური იყოს, "სოსისს" ეძახიან. პატარა "სოსისი" 20 წლის პანდა - ბაი უნის შვილია, რომლისთვისაც ახალშობილი მეექვსე შვილია.
იხილეთ:
- ჩინეთში პანდამ ტყუპი გააჩინა
- პანდას უხამსი საქციელი
იხილეთ:
- ჩინეთში პანდამ ტყუპი გააჩინა
- პანდას უხამსი საქციელი