loader

მუდმივად უკმაყოფილო კატა, რომელსაც არაფერი ახარებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მუდმივად უკმაყოფილო კატა, რომელსაც არაფერი ახარებს

არიზონას შტატში ცხოვრობს კატა, რომელსაც ვერც თევზით ასიამოვნებ, ვერც მოფერებით. ამ უცნაური კატის პატრონი ტაბატა ბუნდესენია. შინაურ ცხოველს ტარდი ჰქვია.

სწორედ ტაბატამ განათავსა მარად უკმაყოფილო კატის ვიდეო ინტერნეტში. განთავსებიდან 48 საათში ტარდს უამრავი ფანი გამოუჩნდა და კატას საკუთარი საიტი და სოციალურ ქსელებში ოფიციალური გვერდიც კი შეუქმნეს.

აღსანიშნავია, რომ კატის უკმაყოფილო სახე იშვიათი გენეტიკური ანომალიის დამსახურებაა. ამ გენეტიკურმა აშლილობამ კატას სახის ასეთი ნაკვთები ჯერ კიდევ ჩანასახში ჩამოუყალიბა.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე

იხილეთ:

- კატა ორფეროვანი სახით და ჭრელი თვალებით ინტერნეტსენსაცია გახდა

- კატა მეგობარს მასაჟით "ანებივრებს"