loader

ჯასტინ ტიმბერლეიკი ელტონ ჯონის იმიჯით და სიმღერა უგო ჩავესზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჯასტინ ტიმბერლეიკი ელტონ ჯონის იმიჯით და სიმღერა უგო ჩავესზე

მომღერალმა ჯასტინ ტიმბერლეიკმა ამერიკულ ტელეშოუში ვენესუელის გარდაცვლილი ლიდერის შესახებ სიმღერა შეასრულა.

32 წლის მსახიობი სცენაზე ელტონ ჯონის იმიჯით გამოვიდა და მაშინვე განაცხადა, რომ უგო ჩავესს კარგად არ იცნობს, მაგრამ სიმღერაში, რომელსაც შეასრულებს, ყველაფერი სიმართლეა.

"თქვენ ჯორჯ ბუშს გაეროში გამოსვლისას ეშმაკი უწოდეთ", - ნათქვამია სიმღერაში. ახალგაზრდა მსახიობმა ჩავესის საყვარელ თუთიყუშსაც დასცინა, რომელიც "პრეზიდენტივით წითელ ბერეტს ატარებდა".

მიუხედავად ამერიკელი მაყურებლის აღფრთოვანებისა, ბევრმა ტიმბერლეიკის გამოსვლა შეურაცხმყოფელად მიიჩნია. მათი თქმით, გარდაცვლილ ადამიანზე ასეთი ხუმრობა დაუშვებელია.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე