loader

Duft Punk-ის და Pharrell-ის ენერგიული სიმღერა ჩარტებს იპყრობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

Duft Punk-ის და Pharrell-ის ენერგიული სიმღერა ჩარტებს იპყრობს

სუპერპოპულარულმა ელექტრონულმა ჯგუფმა Duft Punk-მა ახალი სინგლის "Get lucky"-ის პრეზენტაცია გამართა. სიმღერის მსოფლიო პრემიერა 19 აპრილს ამერიკულ შოუში, Saturday Night Live-ში გაიმართა. ახლახან კი კლიპის ოფიციალური 1-წუთიანი თიზერი გამოვიდა.

ახალი სინგლი, რომელშიც გიტარისტი ნილ როჯერსი და რეპერი Pharrell მონაწილეობენ, უკვე ჰიტად იქცა და გადმოწერების მხრივ ლიდერობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროპის უმეტესი ქვეყნები და რა თქმა უნდა, ელექტრონული ჯგუფის სამშობლო საფრანგეთი.