loader

სალომე ქათამაძეს გამარჯვებამდე ერთი ქულა დააკლდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სალომე ქათამაძეს გამარჯვებამდე ერთი ქულა დააკლდა

იურმალაში, კონკურსზე "ახალი ტალღა 2013" ქართველმა კონკურსანტმა სალომე ქათამაძემ მეორე ადგილი დაიკავა. კონკურსის გამარჯვებულმა კუბელმა რობერტო კელ ტორესმა მას მხოლოდ ერთი ქულით აჯობა. მესამე ადგილზე კი ვიეტნამის წარმომადგენელი ვინ ჰუატი გავიდა. მაყურებლისა და ჟიურის გულის მოსაგებად ახალგაზრდა მომღერლებს სამი საკონკურსო დღე ჰქონდათ. პირველ ტურში მათ მსოფლიო ჰიტები შეასრულეს, მეორეში - მშობლიური ჰიტები, ხოლო ბოლო ტურში - სპეციალურად "ახალი ტალღისთვის" შექმნილი სიმღერები. სალომემ მესამე ტურში რუსა მორჩილაძეს სიმღერა "Change my life" შეასრულა.

კონკურსში 12 ქვეყნის 16 წარმომადგენელი მონაწილეობდა. "ახალი ტალღა 2013"-ის საპრიზო ფონდი 100 ათას ევროს შეადგენს, საიდანაც პირველი ადგილის მფლობელი 50 ათას ევროს მიიღებს, მეორე ადგილის მფლობელი - 30 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასული მონაწილე - 20 ათასს. სპონსორებმა პრიზები მაყურებლის სიმპატიისთვისაც დააწესეს.

გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია იურმალაში დღეს საღამოს გაიმართება.


ასევე იხილეთ:

სალომე ქათამაძე და დუეტი "ჯორჯია" - "ახალი ტალღის" მეორე საკონკურსო დღე

სალომე ქათამაძემ ფურორი მოახდინა - "გოგონა-ენერგია" იურმალას სცენაზე

იხილეთ ვდეო georgianews.ge-ზე