loader

ოსკარი 2012 - გამარჯვებული ნომინანტები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ოსკარი 2012 - გამარჯვებული ნომინანტები


საშა ბარონ კოენმა ჟურნალისტს კიმ ჩენ ირის "ფერფლი" შეაყარა
მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ჟან დიუჟარდენი დასახელდა
მერილ სტრიპი მესამე ოსკარის მფლობელი გახდა
ოქტავია სპენსერმა ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო
ოსკარის საუკეთესო კაბები _ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

ლოს-ანჯელესში კინოპრემია "ოსკარის" დაჯილდოების 84-ე ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმად ფრანგი რეჟისორის - მიშელ ჰაზანავიჩუსის მუნჯი და შავ-თეთრი ფილმი "არტისტი" აღიარეს.

"არტისტის" რეჟისორი - მიშელ ჰაზანავიჩუსი წლის "საუკეთესო რეჟისორად" დაასახელეს.

"მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის" კატეგორიაში გაიმარჯვა ჟან დიუჟარდენმა, ფილმისთვის "არტისტი".

ფილმმა "არტისტი" ოქროს ქანდაკება მიიღო ასევე კოსტუმების საუკეთესო დიზაინის ნომინაციაშიც.

ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის მთავარი ჯილდო გადაეცა მერილს სტრიპს, რომელმაც ფილმში "რკინის ლედი" (The Iron Lady) დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი მარგარეტ ტეტჩერი განასახიერა.
მსახიობისთვის ეს მეჩვიდმეტე ნომინაცია და მესამე "ოსკარი" იყო.

"საუკეთესო ოპერატორული ნამუშევრის" კატეგორიაში "ოსკარი" გადაეცა ფილმ "დროის მცევლის" (Hugo) ოპერატორს რობერტ რიჩარდსონს. "დროის მცველს" კიდევ სამი "ოსკარი" გადასცეს "საუკეთესო ხმისა" და "ხმის საუკეთესო მონტაჟის" ნომინაციებში.

"საუკეთესო უცხოური ფილმის" კატეგორიაში გამარჯვებულად ირანელი რეჟისორის ასგარ ფარხადის ფილმი "დაშორება" აღიარეს.

"ქალისა და მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის" ნომინაციებში "ოსკარები" მიიღეს ოქტავია სპენსერმა ("მსახური") და კრისტოფერ პლამერმა ("დამწყებნი").

"ორიგინალური სცენარის" კატეგორიაში საუკეთესოდ აღიარეს ვუდი ალენის რომანტიკული კომედია "შუაღამე პარიზში" (Midnight in Paris).

"საუკეთესო ადაპტირებული" სცენარის კატეგორიაში კი გაიმაჯვა სურათმა "მემკვიდრეები" (The Descendants).

პირველი "ოსკარი" მიიღო "საუკეთესო გრიმის" ნომინაციაში ფილმმა "რკინის ლედი (The Iron Lady). "ოსკარის" 84-ე დაჯილდოვების ცერემონიას კომედიური ჟანრის ცნობილი მსახიობი ბილი კრისტალი უძღვებოდა.