loader

ქსენია სობჩაკის ვიდეოშარჟი პუტინის მხარდამჭერებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქსენია სობჩაკის ვიდეოშარჟი პუტინის მხარდამჭერებს

23 თებერვალს ინტერნეტში ვიდეორგოლი გამოჩნდა, სადაც სობჩაკმა პუტინის მხარდამჭერი სააგიტაციო რგოლები გააშარჟა.  კლიპები სახელწოდებით ”რატომ ვუჭერ მხარს ვლადიმერ პუტინს" კარგა ხანია ტრიალებს ტელე-ეთერში, მოკლე ვიდეორგოლებში ცნობილი საზოგადო მოღვაწეები ხსნიან რატომ უჭერენ მხარს რუსეთის პრემიერს. ერთ-ერთმა ასეთმა ვიდეომ მსახიობ ჩულპან ხამატოვას მონაწილეობით ინტერნეტში დიდი სკანდალიც გამოიწვია. გავრცელდა ხმები, რომ ხამატოვამ ეს ნაბიჯი იძულებით, საკუთარი ბავშვთა საქველმოქმედო ფონდის გადასარჩენად გადადგა.

ვიდეოში სობჩაკმა სწორედ ხამატოვას გაწამებული სახე გააშარჟა. ის მონდომებით და გულმოდგინედ ცდილობს ჩამოთვალოს, "ყველაზე სწორი კანდიდატის" ყველა ღირსება, თუმცა რამდენიმე წუთის შემდეგ ირკვევა, რომ  სობჩაკი სკამზეა მიბმული. კლიპის ბოლოს შეიარაღებული მამაკაცი მას პირს უკრავს და  ამბობს "ახლა კი ვენედიქტოვი მომიყვანეთ."