loader

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ჟან დიუჟარდენი დასახელდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად ჟან დიუჟარდენი დასახელდა

საშა ბარონ კოენმა ჟურნალისტს კიმ ჩენ ირის "ფერფლი" შეაყარა
ოსკარი 2012 - გამარჯვებული ნომინანტები - ვიდეოკოლაჟი
მერილ სტრიპი მესამე ოსკარის მფლობელი გახდა
ოქტავია სპენსერმა ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო
ოსკარის საუკეთესო კაბები _ვარსკვლავები წითელ ხალიჩაზე

ლოს-ანჯელესში გამართულ "ოსკარის" დაჯილდოების 84-ე ცერემონიალზე "არტისტის" რეჟისორი - მიშელ ჰაზანავიჩუსი წლის "საუკეთესო რეჟისორად" დაასახელეს. 44 წლის პარიზელისთვის ამერიკის კინოხელოვნებათა აკადემიის ამ ნომინაციაში წელს დებიუტი შედგა.

"მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლის" კატეგორიაში გაიმარჯვა ჟან დიუჟარდენმა, ფილმისთვის "არტისტი, სადაც ის მუნჯი ფილმების ვარსკვლავს ასახიერებს. 39 წლის ფრანგი ამ როლის შესრულებამდე ამერიკელი მაყურებლისთვის პრაქტიკულად უცნობი მსახიობი იყო და წელს "ოსკარზე" პირველად წარადგინეს.

ფილმმა "არტისტი" ოქროს სტატუეტი მიიღო ასევე კოსტუმების საუკეთესო დიზაინის ნომინაციაშიც. კინოაკადემიამ დიზაინერ მარკ ბრიჯესის ნამუშევრები საუკეთესოდ ცნო.

"არტისტი" ხმოვანი კინოს აღორძინების ეპოქაში მუნჯი ფილმების ვარსკვლავის ბედის შესახებ მოგვითხრობს. მოვლენები 1927 წელს ჰოლივუდში ვითარდება. მუნჯი ფილმების ვარკვლავ ჯორჯ ვალენტაინს (ჟან დიუჟარდენი) გადასაღებ მოედანზე მიკროფონების ხსენებაც არ სურს, მასზე უიმედოდ შეყვარებული მოცეკვავე პეპი მილერი (ბერენის ბეჟო) კი პოპულარობას იხვეჭს ახალ ხმოვან კინემატოგრაფიაში.

კინოსურათმა უკვე მოიპოვა 75 ჯილდო, მათ შორის კანის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო, სამი "ოქროს გლობუსი" (ამერიკული კინოპრემია), ამერიკის რეჟისორთა გილდიის ჯილდოები, ამერიკის კინოს ინსტიტუტის ჯილდო, კინემატოგრაფიული და სატელევიზიო ხელოვნებათა ბრიტანული აკადემიის (BAFTA) ჯილდო, ესპანეთის სან-სებასტიანის საერთაშორისო ფესტივალის მთავარი ჯილდო. გაქირავების შედეგად ამ 15 მლნ-იანი ფილმის შემოსავალმა 24 მლნ დოლარას გადააჭარბა.