loader

სობჩაკის, პარფიონოვისა და ობლომოვის სატირული ჰიპ-ჰოპი მედვედევს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სობჩაკის, პარფიონოვისა და ობლომოვის სატირული ჰიპ-ჰოპი მედვედევს

ცნობილმა ჟურნალისტმა ლეონიდ პარფიონოვმა, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა და მუსიკოსმა ვასია ობლომოვმა რუსეთის პრეზიდენტს დიმიტრი მედვედევს სატირული ჰიპ-ჰოპ სიმღერა მიუძღვნეს. ეს არის სიმღერა პრეზიდენტზე რომელიც ”თითქოს გაქრა, აღარ არსებობს ”_ ამბობენ კლიპის ავტორები.

კლიპის პრემიერა ტელეარხ "დოჟდის" ეთერში ქსენია სობჩაკის საავტორო გადაცემაში შედგა.

ოპოზიციონერები ზოლებიან მაისურებში გამოწყობილები მღერიან და იცოდებენ პრეზიდენტს რომელიც ”ხალხმა დაივიწყა.”

"ერთადერთი ახალი, რისი შემოთავაზებაც მოასწრო პრეზიდენტმა წასვლის წინ, ეს პოლიციის ახალი ფორმაა _ ამბობენ ისინი.


სობჩაკი და პარფიონოვი აქტიურად იღებდნენ მონაწილეობას ”თავისუფალი არჩევნებისთვის” გამართულ მიტინგებში,
რომელიც რუსეთში "გოსდუმაში" ჩატარებული არჩევნების შემდეგ დაიწყო. თუმცა მაშინ მომიტინგეები პარფიონოვს  აღტაცებითა და ტაშით შეხვდნენ, სობჩაკს კი სტვენითა და ხმამაღალი შეძახილებით.