ქალის ფეხსაცმლით მოცეკვავე ბიჭებმა ახალი კლიპი ჩაწერეს
უკრაინელ მოცეკვავეთა ანსამბლის Kazaky -ს წევრები ახალ მუსიკალურ კლიპში "იცეკვე და შეიცვალე" კვლავ ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ცეკვავენ. კრიტიკოსები აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
”ამ უკრაინელმა ბიჭებმა უკვე დიდი ხანია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ სახელი გაითქვეს და საერთაშორისო მასშტაბის ჯგუფად ჩამოყალიბდნენ. ისინი უბრალო სასცენო მოცეკვავეები არ არიან. მათ პოპულარობას მაღალი კლასის პროფესიონალიზმი განაპირობებს, რომლის უკან ბევრი შრომა და უდავო ნიჭია”, - წერს პორტალი Socialite Life.
Kazaky-ის კიდევ ერთი თავისებურება ის არის, რომ ის ადვილად ამსხვრევს გენდერულ ჩარჩოებს - ბიჭების ცეკვაში წარმატებით ერწყმის ერთმანეთს ქალისა და მამაკაცის ხასიათი.
კლიპი "იცეკვე და შეიცვალე" დიდი საგასტროლო ტურნეს წინ გამოვიდა, რომელიც ჯგუფს 2012 წლისთვის აქვს დაგეგმილი.
ანსამბლმა კიევის მოდის კვირეულზე ქართველი დიზაინერის ბიჭოლას ჩვენება გააფორმა.
საინფორმაციო პორტალი ამბები.გე