loader

ქეთა თოფურიას და საბავშვო რეალითი-შოუს ვარსკვლავის ენერგიული დუეტი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქეთა თოფურიას და საბავშვო რეალითი-შოუს ვარსკვლავის ენერგიული დუეტი

ნოემბრის ბოლოს რუსეთში საბავშვო მუსიკალური კონკურსის, "Школа Музыки"-ს პრემიერა შედგა. იგი რუსეთში პირველი რეალითი-შოუა, რომლის მონაწილეებიც ბავშვები არიან. პროექტში მონაწილეობას ყველაზე ნიჭიერი ბავშვები იღებენ, რომლებიც მომავალში შეიძლება სცენის ვარსკვლავებად იქცნენ.

კონკურსის ჟიურიში სხედან მომღერლები ალექსეი ჩუმაკოვი, დომინიკ ჯოკერი, სატი კაზანოვა და პროექტის დირექტორი ლინა არიფულინა. შოუს წამყვანი მსახიობი იგორ ვერნიკი და მისი 13 წლის შვილი გრიგორი არიან.

ერთ-ერთ კონცერტზე სტუმრის სტატუსით მიწვეული იყო ჯგუფი A'Studio. ჯგუფის ქართველმა სოლისტმა ქეთა თოფურიამ პატარა მომღერალ იგორ კლინაევთან ერთად თავისი რეპერტუარიდან სიმღერა Бегу к тебе განსხვავებული ინტერპრეტაციით შეასრულა.

იხილეთ:

- ქეთა თოფურიას ქართული ცეკვა და "მრავალჟამიერი" თბილისის აეროპორტიდან რუსულ Comedy Club-ში

- იმიჯშეცვლილმა ქეთა თოფურიამ რუსეთის დღისადმი მიძღნილ კონცერტზე იმღერა

- ქეთა თოფურიასა და A studio-ს გრანდიოზული შოუ სცენაზე გაჭედილმა მანქანამ შეაფერხა