loader

მამაკაცები მაღალ ქუსლებზე - ბიჭოლას კოლექცია - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მამაკაცები მაღალ ქუსლებზე - ბიჭოლას კოლექცია

უკრაინის მოდის კვირეულზე ბიჭოლამ და ანუკა არეშიძემ ერთობლივი კოლექცია წარმოადგინეს. ”ANOUKI BICHOLLA”-ს ჩვენება საკმაოდ ეპატაჟური გამოდგა. ანუკამ და ბიჭოლამ მამაკაცებს ქალის ფეხსაცმელი ჩააცვეს. მამაკაცი მოდელები მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ისე მოძრაობდნენ, ბევრ ქალს შეშურდებოდა.  

უკრაინული გამოცემა ”segodnya.ua” წერს, რომ "ANOUKI BICHOLLA"-ს ჩვენება ნამდვილ შოუდ იქცა. პოდიუმზე გამოსულ მოდელებს მასიური ყელსაბამით გაფორმებული გამჭვირვალე კოფთები და ლედი გაგას სტილის ფეხსაცმელები ეცვათ. უხეში სვიტერი თამამად იყო შეხამებული შიფონის ქვედაბოლოებთან.

უკრაინაში ანუკამ თავისი ნამუშევრები პირველად წარმოადგინა. მეუღლის მხარდასაჭერად ჩვენებაზე კახი კალაძეც მივიდა.

კიევის მოდის 28-ე კვირეული 21 მარტს დასრულდება.  მოდის კვირეულზე 50 დიზაინერის ჩვენაბაა დაგეგმილი.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე