loader

ჩინური აუზები, სადაც ხალხმრავლობის გამო წყალი აღარ ჩანს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ჩინური აუზები, სადაც ხალხმრავლობის გამო წყალი აღარ ჩანს

ჩინეთის საცურაო აუზები მსოფლიოში ყველაზე ხალხმრავალია და შესაბამისად, ჭუჭყიანიც.
განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ღია საცურაო აუზებშია.

როდესაც ქვეყანაში ჰაერის ტემპერატურა პიკს აღწევს, მოსახლეობა სიცხისგან თავის დასაღწევად და გასაგრილებლად საცურაო აუზებს სტუმრობს, თუმცა ხალხით სავსე აუზში "მოცურავეებზე" უკეთ ფოტოგრაფები ერთობიან.

წყალში თავისუფალი სივრცე თითქმის აღარ რჩება, აუზი მთლიანად ივსება ხალხით და სხვადასხვა ფერადი გასაბერი კამერით. წყალში ჩასული ადამიანი მხოლოდ ერთ ადგილზე ჩერდება და ასე გრილდება, ვინაიდან ცურვის საშუალება არ არსებობს.

ასეთ პირობებში წყალი, ცხადია, ადვილად ბინძურდება და ბაქტერიებიც მრავლდება. 2008 წელს 1 ადამიანი დაიღუპა და 3 158 მოიწამლა, როდესაც აუზის წყალი შემთხვევით გადაეყლაპათ.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე