loader

ამერიკელმა მამაკაცმა იდეალური გარეგნობის მისაღებად 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ამერიკელმა მამაკაცმა იდეალური გარეგნობის მისაღებად 90 პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა

32 წლის ნიუიორკელმა ჯასტინ ჯედლიკამ იდეალური გარეგნობის მისაღებად 10 წელიწადში 90 სხვადასხვა სახის ოპერაცია გაიკეთა. დღესდღეობით პლასტიკური ქირურგია ძალიან პოპულარულია, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამას აღიქვამენ, როგორც გარეგნობის გასაუმჯობესებელ ერთადერთ საშუალებად.

გარეგნულად ჯასტინი ფიტნესისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარს ჰგავს, თუმცა სინამდვილეში მისი დაკუნთული სხეული სილიკონისგან შედგება. მკერდში მას იმპლანტანტები აქვს ჩადგმული, ხოლო მუცელზე არაჩვეულებრივი პრესი პოლიმერული გისოსის დამსახურებაა.