loader

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინელი ანასტასია პეტრიკი გახდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

საბავშვო ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინელი ანასტასია პეტრიკი გახდა

რიგით მეათე საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული უკრაინის წარმომადგენელი ანასტასია პეტრიკი გახდა, მან საკონკურსო სიმღერით "Nebo" 138 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი The FUNKIDS - 103 ქულით გავიდა, ხოლო მესამე ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი ჯგუფი Compass – 98 ქულით.

2012 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსში 12 ქვეყანა მონაწილეობდა. ღონისძიება ამსტერდამში "ჰეინეკენის მიუზიკ ჰოლში" გაიმართა.
საბავშვო ევროფესტივალს კიმ-ლიენი და ევოუთი უძღვებოდნენ.

საქართველო საბავშვო ევროფესტივალის გამარჯვებული ორჯერ გახდა და წელს კონკურსში მეექვსედ მონაწილეობდა.

მეათე საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსის პირდაპირი ტრანსლაცია "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა" განახორციელა.


იხილეთ:

საბავშვო ევროვიზიაზე საქართველომ მეორე ადგილი დაიკავა