loader

რამ აატირა ვანო მერაბიშვილი "ვანოს შოუში"? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რამ აატირა ვანო მერაბიშვილი "ვანოს შოუში"?

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი 18 იანვარს "The ვანოს შოუს" სტუმრობდა. გადაცემის წამყვანმა ვანო მერაბიშვილის პირველი ვიზიტი გაიხსენა, როცა ჯერ კიდევ შს მინისტრი "ვანოს შოუს" წამყვანად მოგვევლინა:

"სამი წლის შემდეგ ისევ შეხვდა ერთმანეთს პატარა და დიდი ვანო, ნუ პატარა ვანოში თქვენ გიგულისხმეთ" - აღნიშნა ვანო ჯავახიშვილმა. "ძალიან კმაყოფილი დავრჩი იმ გადაცემით. ვფიქრობდი ხომ არ გამეცვალა შენთვის თანამდებობა, რა კარგი იქნებოდა, მე ახლა მანდ ვიჯდებოდი, შენ ან აქ იჯდებოდი ან სხვაგან" - იხუმრა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა.

ყოფილმა შს მინისტრმა ბოლო დროს მისი დაკითხვის რამდენიმე ფაქტი გაიხსენა. ვანო ჯავახიშვილმა გული "არ დაწყვიტა" მერაბიშვილს და დაკითხვა გადაცემაშიც მოუწყო...