loader

9 წლის სანდროს "ჩიტმა-ჩიორამ" ჟიურის წევრებს მისი შვილად აყვანის სურვილი გაუჩინა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

9 წლის სანდროს "ჩიტმა-ჩიორამ" ჟიურის წევრებს მისი შვილად აყვანის სურვილი გაუჩინა

ტელეკომპოანია "იმედზე" მიმდინარე მისიკალურ პროექტში "ახალი ხმა" 9 წლის სანდრო ფარცვანიამ მიიღო მონაწილეობა. სანდრო სოფელ რუხიდან ჩამოვიდა და საკუთარი გამოსვლა მონატრებულ მამას მიუძღვნა.

როგორც მან ინტერვიუში განაცხადა, სიმღერა 3 წლის წინ დაიწყო. უკრავს ტამტამზე, უსმენს როკს. ახალგაზრდა მომღერალმა დანანებით აღნიშნა, რომ პროექტში მისი შეყვარებულიც მონაწილეობდა, მაგრამ "მას არ დაურეკეს, რაც ძალიან ეწყინა".

სანდრომ სიმღერა "ჩიტი-ჩიორა" შეასრულა, რამაც ჟიურის ყველა წევრზე უძლიერესი შთაბეჭდილება მოახდინა. ისინი მოიხიბლნენ სანდრო ფარცვანიას ვოკალური მონაცემებითა და არტისტულობით. ჟიურის წევრებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ სანდრო უნიკალური შემთხვეაა ამ პროექტში და რომ მის ასაკში წარმოუდგენელია ამგვარი ხმის არსებობა. "ეს არის ბავშვი, რომელსაც შეიყვარებს მთელი საქართველო," - განაცხადა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა სტეფანე მღებრიშვილმა.

სიმღერა მალევე აიტაცეს სოციალურმა ქსელებმა და მიუხედავად გავრცელებული ინფორმაციისა, რომ სანდრომ ვეღარ გაარძელა შემდგომ ეტაპზე გამარჯვებისთვის ბრძოლა, მისი ვიდეო მაინც პოპულარული გახდა.