loader

მარიხუანას პროპაგანდა "ჩემი ცოლის დაქალებში"? (+18) - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

მარიხუანას პროპაგანდა "ჩემი ცოლის დაქალებში"? (+18)

"რუსთავი 2"-ის პოპულარული სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები" თითქმის ყველა ასაკის მაყურებელში განსაკუთრებული რეიტინგულობით გამოირჩევა. მისი მაყურებლების ასაკი შეუზღუდავია და არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ტელევიზიის ყველაზე პატარა მაყურებლებშიც კი. 19 მაისის საღამოს ეთერში გასულ სერიაში ერთ-ერთმა პერსონაჟმა ირაკლი ხურცილავამ, მეგობრებთან ერთად, მარიხუანა მოსწია: "სანამ არავინაა, თითო დავარტყათ" - ასე აღნიშნა ხურცილავამ ახალდაბადებული ვაჟიშვილის სამშობიაროდან გამოყვანა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონში "ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ" აღნიშნულია, რომ: "საქართველოში აკრძალულია ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების პროპაგანდა და რეკლამა - ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შექმნის, მოხმარებისა და გამოყენების მეთოდების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, ამ მიზნით წიგნების, ბროშურებისა და მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის, ინტერნეტის გამოყენება, გარდა სპეციალიზებული პროფესიული ლიტერატურისა".

როგორც მოგეხსენებათ, 2 ივნისს მოქალაქეთა ნაწილი, მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით, აქციის გამართვას გეგმავს. როგორც აქციის საინიციატივო ჯგუფი "ფეისბუქის" გვერდზე იტყობინება, აქციის მიზანი არა მარიხუანას პოპულარიზაცია, არამედ პიროვნული თავისუფლების დაცვაა.

ასევე იხილეთ: უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას დეკრიმინალიზაცია?