loader

სტრიპტიზის ხელოვნება - საოცარი სანახაობა ფრანგულ შოუში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სტრიპტიზის ხელოვნება - საოცარი სანახაობა ფრანგულ შოუში

26 ივლისს საფრანგეთში ახალი გასართობი შოუს "The Best, le meilleur artiste"-ს პრემიერა შედგა. ყოველ ეპიზოდში სცენაზე 12 განსაკუთრებული ნიჭის მქონე ადამიანი გამოდის, რომელთაც ოთხწევრიანი ჟიური აფასებს. თითოეულ კანდიდატს ჟიური 1-10 ქულიანი სისტემით აფასებს, მსგავს შეფასებას იღებს კონკურსანტი დარბაზში მყოფი მაყურებლისგანაც. საბოლოოდ, ჟიურის და დარბაზის ქულები ჯამდება და საშუალო ქულის მიხედვით, თუ მონაწილე წინა კონკურსანტს აჯობებს, გამარჯვებულისთვის განკუთვნილ სავარძელში ჯდება და მორიგ გამომსვლელს ელოდება. საბოლოოდ ის მონაწილე, რომელსაც ჟიური და დარბაზი ყველაზე მაღალი ქულით შეაფასებს, ფინალში გადადის.

The Best, le meilleur artiste-ს ჟიურის წევრები არიან მომღერალი ლარა ფაბიანი, მსახიობი და ყოფილი ბალერინა ალესანდრა მარტინესი, აკრობატი სებასტიენ სტელა და მსახიობი არტურო ბრაჩეტი.

პირველ ეპიზოდში, რომელიც 26 ივლისს გავიდა ეთერში, საინტერესო ნიჭით დაჯილდოებული მონაწილეები წარსდგნენ ჟიურის წინაშე. მათ შორის იყო უკრაინელი მოცეკვავე ელენა ლემანი, რომელმაც ძელზე ცეკვის დროს საოცარი ტრიუკები აჩვენა და ჟიურისგან მაღალი ქულებიც დაიმსახურა.


ასევე იხილეთ:

შთამბეჭდავი ეროტიკული ცეკვა ძელზე და საგზური "ნიჭიერის" ფინალში

სტრიპტიზი "კოსმოსში" - ვიდეორგოლი, რომელსაც გულგრილად ვერ ნახავთ

სტრიპტიზიორმა საზოგადოებრივ ტრანსპორტში ეროტიკული შოუ მოაწყო (+18)