loader

"ჩვენი მოსწავლეები მუდმივად ოჯახურ პრობლემებს განიცდიან" - რა თქვა ლადო აფხაზავამ, როცა რჩეული მასწავლებლები საკუთარ ისტორიებს ჰყვებოდნენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ჩვენი მოსწავლეები მუდმივად ოჯახურ პრობლემებს განიცდიან" - რა თქვა ლადო აფხაზავამ, როცა რჩეული მასწავლებლები საკუთარ ისტორიებს ჰყვებოდნენ

ლადო აფხაზავა „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (Global Teacher Prize) კონკურსანტია.

კონკურსანტებმა, მასწავლებელთა ფორუმის ფარგლებში, მასტერკლასები ჩაატარეს და სხვა ქვეყნის პედაგოგებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. ლადო აფხაზავას პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

ამ ეტაპზე, ქართველი პედაგოგის კონკურენტებად მიიჩნევიან აშშ-ის, ინდოეთის, კენიის და ავსტრალიის წარმომადგენლები. დაჯილდოების დასკვნითი ცერემონია, სადაც საპრიზო, პირველი ადგილის მფლობელი გახდება ცნობილი, დღეს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება. აქვე აღსანიშნავია, რომ ლადო აფხაზავას საიმიჯო ვიდეორგოლს, რომელიც Global Teacher Prize-ის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული, სოციალური ქსელების მომხმარებელთა ყველაზე დიდი ნახვა და დადებითი გამოხმაურებები უფიქსირდება.

ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების პედაგოგია.