ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძის შესახებ ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეომიმართვას პასუხობს
პროტესტის მონაწილე ალბი კორძაია სოციალურ ქსელში ნანუკა ჟორჟოლიანის ვიდეომიმართვას პასუხობს.
"ნანუკა ითხოვს საჯაროობას, კი ბატონო, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ არა მგონია, საჯაროობა თავად ნანუკას ინტერესებში შედიოდეს რადგან:
1) გაირკვევა შესაძლო დიალოგი მასა და მსხვერპლს შორის.
2) გაირკვევა რეალობა თუ რატომ აიღო სინამდვილეში "უმრავლესობამ" პაუზა.
მე ნანუკაზე თავის დროზე ძალიან დიდი წარმოდგენის ვიყავი და მეგონა, რომ სამართლიანი ქალია ყველა სხვა სიკეთესთან ერთად. ხოდა ვნახოთ"- წერს ალბი კორძაია სოციალურ ქსელში.
21 აპრილს ალბი კორძაიამ მოძრაობა "ნაბიჯის" წევრი ლუკა ჭოხონელიძე სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. მან "ფეისბუქზე" დაწერა, რომ აქვს ინფორმაცია იმ გოგოს შესახებ, რომელიც მისი თქმით, ლუკა ჭოხონელიძემ გააუპატიურა.
შსს-მ 22 აპრილს ალბი კორძაიას მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
თავად ლუკა ჭოხონელიძე ბრალდებებს უარყოფს.
ცნობისთვის, ლუკა ჭოხონელიძე ნანუკა ჟორჟოლიანთან ერთად "იუთუბ არხზე" ახალ პროექტზე "უმრავლესობა" მუშაობს.