"ბევრი ინფორმაცია მომივიდა" - ნატა ვიბლიანი ვიდეომიმართვას ავრცელებს
ნატა ვიბლიანი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ცნობისთვის, ნატა ვიბლიანი დისტანციურად ვაკე-საბურთალოს პოლიციაში უკვე რამდენჯერმე დაიკითხა.
გაუპატიურების საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
გამოძიება დაახლოებით ერთი თვის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომიმართვების საფუძველზეა დაწყებული. ნატა ვიბლიანი აცხადებს, რომ 90-იან წლებში, რამდენიმე წლის განმავლობაში, მას სისტემატურად აუპატიურებდა თანასოფლელი, სრულწლოვანი კაცი. ამ კაცის გარდა, ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში ბრალს კიდევ სამ თანასოფლელს სდებს.
"ნათლიაჩემის ძმებმა იძალადეს ჩემზე, 4 ადამიანის მხრიდან ხდებოდა გაუპატიურება" - ნატა ვიბლიანი
ნატა ვიბლიანის ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე განცხადებას ავრცელებს