"მინდოდა, კომენტარისგან თავი შემეკავებინა და მთელი ამ წლების განმავლობაში ვდუმდი" - ლიზა იასკო მიხეილ სააკაშვილს პასუხობს
"ბავშვების გამოყენება პიარისთვის დაუშვებელია!“ - უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი ლიზა იასკო სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილს ეხმაურება.
როგორც იასკო წერს, ბავშვების გამოყენება პიარისთვის დაუშვებელია!
"კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ჩვენი შვილების ფოტოების გამოქვეყნებას და პირადი მიზნებისთვის გამოყენებას ნებართვის გარეშე.
არავის ვაძლევ ჩემი შვილის ფოტოს გამოქვეყნების უფლებას!
მინდოდა, კომენტარისგან თავი შემეკავებინა და მთელი ამ წლების განმავლობაში ვდუმდი ბავშვის პირადი სივრცისა და უსაფრთხოების დასაცავად. მაგრამ ეს არ გამოდის.
ბავშვების გამოყენება პიარისთვის დაუშვებელია!“ - წერს ლიზა იასკო.
მის განცხადებას წინ უძღოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი საერთო ქალიშვილის, ჟასმინის ფოტოს გამოქვეყნება. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ შვილი ძალიან ენატრება და მასთან შეხვედრას პატიმრობის გამო ვერ ახერხებს. სააკაშვილის გამოქვეყნებულ ფოტოზე პატარა ჟასმინი ბებიასთან, გიული ალასანიასთან ერთად არის გადაღებული.