loader

"ვატოს უტარდება კრანიოპლასტიკა - თავის ქალის დაკარგული ნაწილის აღდგენა" - ქალი, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა, მიმართვას ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ვატოს უტარდება კრანიოპლასტიკა - თავის ქალის დაკარგული ნაწილის აღდგენა" - ქალი, რომლის 11 წლის შვილსაც მე-10 სართულიდან ნასროლი სკამი დაეცა, მიმართვას ავრცელებს

11 წლის ვატო ნარ­სა­ვი­ძე, რო­მელ­საც თბი­ლის­ში, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის მე-10 სარ­თუ­ლი­დან გად­მოგ­დე­ბუ­ლი სკა­მი და­ე­ცა, მკურ­ნა­ლო­ბა­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას სა­ჭი­რო­ებს. ვა­ტოს დედა, თიკო ქან­თა­რია, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს და საზოგადოებას დახმარებას სთხოვს.

"ეს ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.

12 წლის ვატო სიცოცხლისთვის იბრძვის.

რეანიმაცია, უმძიმესი ტრავმა, გადატანილი ოპერაციები და უკვე მესამე ურთულესი ქირურგიული ჩარევა.

ვატოს უტარდება კრანიოპლასტიკა - თავის ქალის დაკარგული ნაწილის აღდგენა სპეციალურად მისთვის დამზადებული ტიტანის იმპლანტით, რომელმაც უნდა ჩაანაცვლოს დაზიანებული ძვლოვანი ნაწილი და დაიცვას მისი ტვინი.

ეს პატარა ბიჭი, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ ფეხბურთის მოედანზე უნდა ერბინა, დღეს უმძიმეს ბრძოლას გადის.

ოპერაციების შემდეგ წინ ხანგრძლივი, რთული და ძვირადღირებული რეაბილიტაცია გველოდება. ეს გზა დიდ ფინანსურ რესურსებს მოითხოვს, რომლის გამკლავებაც ჩვენი ოჯახისთვის დამოუკიდებლად შეუძლებელია.

ამიტომ კიდევ ერთხელ მოგმართავთ ყველას - გთხოვთ, დაგვიდგეთ გვერდით. ნებისმიერი თანხა, თუნდაც მცირედი, ჩვენთვის უდიდესი დახმარებაა. ვისაც ფინანსურად დახმარება არ შეგიძლიათ, გთხოვთ, გააზიაროთ ჩვენი თხოვნა.

ანგარიშის ნომრები:

#GE70TB7445045064300101

#GE55BG0000000533934768

#GE49LB0711174507804001

პირადი ნომერი:

#42201042660" - წერს თიკო ქანთარია.

ასევე იხილეთ: ვინ არის 11 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში, ბროწეულის ქუჩაზე მე-10 სართულიდან მეზობლის მიერ ნასროლი სკამი მოხვდა - "იმდენი მოტეხილობა აქვს ჩამოთვლაც კი არ შემიძლია: თავის ქალა, ლავიწის ძვალი, კისრილის მალა..."

"მე-10 სართულიდან ჯერ ძაღლი გადმოაგდო, მოკლა, 5-ჯერ დანა დაარტყა, შემდეგ დედა სცემა და პოლიცია, რომ მივიდა, აიღო სკამი და გადმოაგდო" - რას ჰყვება დედა კაცზე, რომლის ნასროლი სკამი მის 11 წლის შვილს დაეცა