loader

"კატასტროფა გავიარეთ, ასეთი საშინელება არ ვიცი" - რა კადრები ვრცელდება საბურთალოდან, სადაც დღეს, გამთენიისას მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"კატასტროფა გავიარეთ, ასეთი საშინელება არ ვიცი" - რა კადრები ვრცელდება საბურთალოდან, სადაც დღეს, გამთენიისას მაგისტრალური წყალსადენი დაზიანდა

"კატასტროფა გავიარეთ. რა გვექნა არ ვიცოდით. გზა აღარ არის, ყველა სამსახური აქ არის, მაგრამ ასეთი საშინელება არ ვიცი. მსგავსი შიში როდის ვჭამე ბოლოს. მეზობლები არიან დაზარალებულები. იმედია, ყველას მიხედავენ! კუტუზოვის N10-ია" - ამის შესახებ სოციალური ქსელის ერთ-ერთ ჯგუფში მოქალაქე ანონიმურად წერს და ვიდეოს აქვეყნებს.

ცნობისთვის, დღეს, 18 ნოემბერს, გამთენიისას, 03:30 საათზე, საბურთალოს რაიონში, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთის მიმდებარედ, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ 1200 მმ-იანი მაგისტრალური წყალსადენი ავარიულად დაზიანდა.

თბილისის მერი კახა კალაძის თქმით, წყალსადენის დაზიანების შედეგად დაზარალებულებს ზარალი სრულად აუნაზღაურდებათ.

ასევე იხილეთ: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს

"მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია..." - რას ამბობს კახა კალაძე საბურთალოზე მაგისტრალური წყალსადენის დაზიანებაზე?