"მართლა ტრაგედია ხდებოდა! მართლა სასწაულს გადაურჩნენ! კარს ვერ აღებდნენ, გარეთ რომ გამოსულიყვნენ, იხრჩობოდნენ" - რას ამბობს მოდელი რუსა ჩაჩუა გავრცელებულ ვიდეოში?
მოდელი რუსა ჩაჩუა ორი დღის წინ, მიცკევიჩისა და გამრეკელის ქუჩების კვეთაზე მაგისტრალური წყალსადენის ავარიულად დაზიანებას ეხმაურება.
ჩაჩუას თქმით, მილსადენის დაზიანების დროს სახლში დედამისი და მისი შვილი იმყოფებოდნენ.
ასევე იხილეთ: "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" განცხადებას ავრცელებს