loader

"SOS! რუსთავში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ თეკლა შუშანაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი" - დაშავებული ახალგაზრდა ქალის ახლობლები მიმართვას ავრცელებენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"SOS! რუსთავში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ თეკლა შუშანაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი" - დაშავებული ახალგაზრდა ქალის ახლობლები მიმართვას ავრცელებენ

რუსთავში ავარიის დროს დაშავებულ ახალგაზრდა ქალს, სასწრაფოდ ესაჭიროება პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი.

სისხლის ჩაბარება 09:30 საათიდან რუსთავის პირველ პოლიკლინიკაშია შესაძლებელი.

ინფორმაციას სოციალურ ქსელშ დაშავებული ქალის ახლობლები ავრცელებენ.

"რუსთავში მომხდარი ავარიის დროს დაშავებულ თეკლა შუშანაშვილს სასწრაფოდ ესაჭიროება პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი სისხლი.

სისხლის ჩაბარება შეგიძლიათ 09:30 საათიდან რუსთავის პირველ პოლიკლინიკაში.

თან აუცილებლად უნდა იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. დროულად დავეხმაროთ დაშავებულ ახალგაზრდას. მადლობა წინასწარ!

თუ თავად ვერ ახერხებთ მისვლას, უბრალოდ გააზიარეთ ეს პოსტი — იქნებ თქვენს მეგობრებში აღმოჩნდეს ის, ვისაც ახლა ყველაზე მეტად შეუძლია თეკლას დახმარება!"- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთის, ახალგაზრდა ქალს ავტომობილი რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე წუხელ დაეჯახა.

"ინფო რუსთავის" ცნობით, ახალგაზრდა ქალი "ტოიოტას" მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც ხიდზე ერთ-ერთი საბურავი გაუსკდა და მის შესაცვლელად ავტომობილიდან გადმოვიდა. 30 წლამდე ქალი საბარგულიდან ხელსაწყოს იღებდა, რა დროსაც გზაზე მომავალი "ოპელის" მარკის ავტომობილის მძღოლმა ის სავარაუდოდ ვერ შეამჩნია, მუხრუჭის გარეშე შეეჯახა და ავტომობილზე მიჭყლიტა. შეჯახების შემდეგ "ტოიოტას" მარკის ავტომობილი ინერციით, რამდენიმე წუთით ადრე, დასახმარებლად გაჩერებულ "ბეემვეს" მარკის ავტომობილს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, პაციენტს ქვედა კიდურების მძიმე, მრავლობითი მოტეხილობები აღენიშნება.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. შემოყვანილია ტრავმული შოკით, ორივე ქვედა კიდურის მძიმე, მრავლობითი მოტეხილობით. მათ შორის იყო ღია მოტეხილობები. მომზადდა საოპერაციოდ. ჩატარდა ჰემოტრანსფუზია, მეტ-ნაკლებად დასტაბილურებულ მდგომარეობაში ავიყვანეთ ოპერაციაზე.

ამ ეტაპზე რა მონაცემებიცაა, დაზიანების თვალსაზრისით კიდურის ამპუტაციის საკითხი არ იდგა, არც ტრავმული, არც გეგმიური. თუმცა წინ რთული პერიოდია გასავლელი. სჭირდება გარეგანი და შინაგანი ფიქსაცია, ბარძაყიც მოტეხილია და ორივე წვივის ძვლებიც. პლუს ამას, რბილი ქსოვილების დაზიანებებიც. ჩემი ბოლო ინფორმაციით მიმდინარეობდა ოპერაციული ჩარევა, რის შემდეგაც გადაიყვანენ რეანიმაციულ განყოფილებაში",- განაცხადა მორიგე ექიმმა, ივანე ბალიაშვილმა.

ვიდეკოადრები იხილეთ ბმულზე>>>