loader

რა ხდება ვაშინგტონში, სადაც გიგანტური "მკვლელი" კრაზანები უკვე მეურნეობას ანადგურებენ და ქმნიან საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ვაშინგტონში, სადაც გიგანტური "მკვლელი" კრაზანები უკვე მეურნეობას ანადგურებენ და ქმნიან საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის

გაიგე კიდევ უფრო მეტი ამ თემაზე: მსოფლიოს კიდევ ერთი საშიშროება უტევს, რომელთან ბრძოლაც კორონავირუსის პარალელურად მოგვიწევს: FAO-ს შეფასებით, ეს გამოწვევა ყოველი მეათე ადამიანის ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას

სანამ მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას ებრძვის, ხოლო აღმოსავლეთ აფრიკა კალიების შემოსევისგან ზარალდება, შეერთებული შტატები, განსაკუთრებით, ვაშინგტონის შტატი, კიდევ ერთი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა - "მკვლელი" კრაზანები.
კრაზანების ეს სახეობა ცნობილია, როგორც Vespa Mandarinia.
სწორედ ამ სახეობის გიგანტური აზიური კრაზანები გამოჩნდა შეერთებულ შტატებში, რომლებსაც პრესასა და სოციალურ ქსელებში უკვე "მკვლელ" კრაზანებსაც უწოდებენ. ისინი, პირველ რიგში, დიდ საფრთხეს უქმნიან მეფუტკრეობის ინდუსტრიას და ამავდროულად, წარმოადგენენ საფრთხეს ადამიანის სიცოცხლისთვის.