loader

ვრცელდება კადრები, რომელშიც "ოცნების" დეპუტატი იარაღით მისდევს მოქალაქეს - ცნობილი კონფლიქტის აქამდე უცნობი ჩანაწერი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვრცელდება კადრები, რომელშიც "ოცნების" დეპუტატი იარაღით მისდევს მოქალაქეს - ცნობილი კონფლიქტის აქამდე უცნობი ჩანაწერი

გამოცემა "ახალციხე ნიუსი" ავრცელებს ახალ ვიდეოჩანაწერს, რომელიც 2020 წლის 26 მარტის კონფლიქტს ასახავს. ამ კადრებში ჩანს "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი ენზელ მკოიანი, რომელიც იარაღით მისდევს მოქალაქეს.
ამ დრომდე ამ კონფლიქტის შესახებ ორი ვიდეოჩანაწერი იყო ცნობილი. ორივე ვიდეოჩანაწერში ასახული იყო მკოიანის სახლთან მომხდარი დაპირისპირება. 
- როგორ მისდევს იარაღით მკოიანის 19 წლის ძმისშვილი პეტროსიანს - "ოცნების" დეპუტატის სახლთან მომხდარი სროლის ამსახველი ახალი კადრები
- სროლა "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის სახლთან - ვრცელდება კადრები შემთხვევის ადგილიდან


შეგახსენებთ, რომ 26 მარტს, ახალქალაქში მომხდარი ხულიგნობისა და სროლის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ორ პირს შეეფარდა. კერძოდ, სამველ პეტროსიანის გარდა, პატიმრობა შეეფარდა ასევე ენზელ მკოიანის 19 წლის ძმისშვილს, არმენ მკოიანს, რომელიც 26 მარტს მომხდარ დაპირისპირებაში ასევე იყო ჩართული.

რაც შეეხება უშუალოდ ენზელ მკოიანს, ის 1999 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი.