loader

ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ – ჯონ მაკკეინი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ – ჯონ მაკკეინი

ივანიშვილმა თქვა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა და ჩვენ მის სიტყვებს ვიღებთ, - ამის შესახებ სენატორმა ჯონ მაკკეინმა აშშ-ის საელჩოში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მას შემდეგ განაცხადა, რაც მას დაუსვეს კითხვა, როგორ შეაფასებს საქართველოს მთავრობის ბრალდებას ივანიშვილისადმი, მის პრორუსულობასთან დაკავშირებით.

"ჩვენ დღეს შევხვდით ბატონ ივანიშვილს და მან განაცხადა, რომ რუსეთთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა. მისი განწყობაა, რომ საქართველოში იყოს დემოკრატია, ქვეყანა იყოს თავისუფალი და ნატოს წევრი. ჩვენ აშკარად ვიღებთ მის სიტყვებს, ხოლო არჩევანს საქართველოს მოქალაქეები თავად გააკეთებენ", - აღნიშნა სენატორმა მაკკეინმა.


იხილეთ: დემოკრატია ამ ქვეყანაში მუშაობს, რადგან ვისაც შევხვდით, ერთმანეთზე ყველა საჩივარს ამბობს - ლინდსი გრემი