loader

"მაესტროს" ინფორმაციით, საარჩევნო ყუთის გატაცებას ხაშურში სროლა და მხუთავი გაზის გაშვება მოყვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მაესტროს" ინფორმაციით, საარჩევნო ყუთის გატაცებას ხაშურში სროლა და მხუთავი გაზის გაშვება მოყვა

ტელეკომპანია "მაესტროს" ინფორმაციით, კვლავ დაძაბული ვითარებაა ხაშურში. როგორც არხის კორესპონდენტი იტყობინება, მესამე საარჩევნო უბნიდან გაიტაცეს საარჩევნო ყუთი. გაისმა გასროლის ხმაც. სპეცრაზმმა მხუთავი გაზი გაუშვა და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

მოსახლეობა აცხადებს, რომ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიები გაისროლა. მას შემდეგ რაც სპეცრაზმელებმა შენობა დატოვეს, მოსახლეობა სკანდირებდა "ფაშისტებო!" იქვე იმყოფებოდნენ სასულიერო პირებიც.

აღსანიშნავია, რომ ხაშურში, მეათე საარჩევნო უბანზეც იყო სპეცრაზმი მობილიზბეული. ხაშურში დაძაბული ვითარება მთელი დღის განმავლობაში ფიქსირდებოდა.
ია თინიკაშვილი შემთხვევის ადგილიდან თავად გიამბობთ.

ასევე იხილეთ: "მეცხრე არხის" ინფორმაციით, რუსთავში დიდი ოდენობით სპეცრაზმელია მობილიზებული

- სასულიერო პირების მსვლელობა ხაშურში

- მხუთავი გაზი და აღელვებული მოსახლეობა - კადრები ხაშურიდან