loader

"დრო გავა და ალბათ ამ სიტყვებს ინანებ" - მატვეი განაპოლსკის პასუხი გოგა ხაინდრავას - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დრო გავა და ალბათ ამ სიტყვებს ინანებ" - მატვეი განაპოლსკის პასუხი გოგა ხაინდრავას

5 ოქტომბერს, უკრაინულ პოლიტიკურ თოქ-შოუში "დიდი პოლიტიკა" რუსი ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი ტელეხიდის საშუალებით მოსკოვიდან ჩაერთო. მან საქართველოში ახლახანს გამართული საპარლამენტო არჩევნების, ბიძინა ივანიშვილისა და საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. განაპოლსკის მოგვიანებით თბილისიდან ტელეხიდით ჩართულმა გოგა ხაინდრავამ უპასუხა.

მომდევნო ჩართვისას რუსმა ჟურნალისტმა "ამომრჩევლთა ლიგის" ერთ-ერთ ლიდერს უპასუხა.

"ხაინდრავა ჩემი ძველი მეგობარია. გიორგი, ძალიან ვწუხვარ, რომ შენ არ დაგირეკავს მთელი წელი, არაფერი მოგიყოლია და აგიხსნია და რადგან შენ ჩემთვის არაფერი აგიხსნია, საქართველოში არსებულ მდგომარეობას, ჩემი ჟურნალისტური ხედვით აღვწერ და ამის ყველანაირი უფლება მაქვს, მოგწონს ეს შენ თუ არა. დრო გავა, ვნებები ჩაცხრება და ალბათ ინანებ იმ უსამართლო სიტყვებს, რაც ახლა თქვი" - ასეთი იყო განაპოლსკის პასუხი ხაინდრავასადმი.

იხილეთ:

- ნაცისტური რეჟიმი ხალხს აუპატიურებდა საქართველოში, რა ხიდზე ვსაუბრობთ? - ხაინდრავა უკრაინულ თოქ-შოუში

- "ბიძინა ივანიშვილი დიდი კითხვის ნიშანია" - მატვეი განაპოლსკი უკრაინულ თოქ-შოუში