loader

არ მოხდება სანახაობრივი დაჭერები, ბრალდება წარედგინება მას, ვინც იმსახურებს - არჩილ კბილაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

არ მოხდება სანახაობრივი დაჭერები, ბრალდება წარედგინება მას, ვინც იმსახურებს - არჩილ კბილაშვილი

როგორ მოხდება დანაშაულების გამოძიება და თანამდებობის პირთა პასუხისგების  საკითხის დაყენება - ამ თემაზე რადიო "პალიტრის" (FM 103.9) გადაცემა "რეზიუმეს" ეთერში გენერალური პროკურორის პოსტზე წარდგენილმა არჩილ კბილაშვილმა ისაუბრა.

"თუ გამოძიების მიმდინარეობის დროს გამოიკვეთება, რომ ამა თუ იმ თანამდებობის პირს პასუხი აქვს გასაცემი კითხვაზე და მოწმის სახით უნდა დაიკითხოს, ან უფრო უარესი, გამოიკვეთება მისი პასუხისმგებლობის საკითხი და ეს პირი თავს აარიდებს გამოცხადებას საგამოძიებო ორგანოში, მაშინ ის მიეცემა პასუხისგებაში.

თუ ჩვენ ბრალს წარვუდგენთ ამა თუ იმ თანამდებობის პირს, ის იქნება იმდენად დასაბუთებული, რომ შესაბამის სასამართლო ორგანოს არ გაუჩნდეს ეჭვი, რომ აქ პოლიტიკური ნიშნით ხდება ვიღაცის დევნა.

არ შეიძლება სამართალი მსხვერპლად შეეწიროს სანახაობრიობას. გახსოვთ, 2003 წლის ნოემბრის რევოლუციის შემდეგ სანახაობრივი დაჭერები რომ ხდებოდა. ის სირცხვილი, რომელიც ამ ფორმით დაჭერებზე და დევნაზე ქვეყანამ მაშინ მიიღო, დღესაც არ არის განელებული.

ასევე იხილეთ: იქნება უპრეცედენტო შემთხვევა, პრემიერ-მინისტრი გახდეს ადამიანი, ვისაც არ აქვს ამ ქვეყნის მოქალაქეობა - არჩილ კბილაშვილი

იხილეთ გადაცემის სრული ჩანაწერი