loader

პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პატრიარქმა მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მშენებარე ტაძარი მოინახულა.

მახათას მთაზე უწმინდესს მშენებლები, ფონდ "ივერიისას" დამფუძნებელი პაატა ბუჭულაძე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის მონასტრის ბერები და სასულიერო პირები დახვდნენ. უწმინდესმა მშენებლებს საახალწლო ნობათი მიუტანა და ტაძრის მშენებლობის დეტალებს გაეცნო. როგორც მშენებლებმა პატრიარქს განუცხადეს, დღეს ტაძრის საძირკვლი დასრულდა, საამშენებლო სამუშაოები კი გაზაფხულამდე შეჩერდება და კარკასის მშენებლობაზე ტენდერი გამოცხადდება. მშენებლობა სავარაუდოდ მაისში განახლდება.

"შენდება დიდებული ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის სადიდებლად ღვთისა და საქართველოს მშვიდობისათვის. ღმერთმა დალოცოს ყოველი ადამიანი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ ტაძრის მშენებლობაში", - განაცხადა პატრიარქმა.

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა წელს 17 აპრილს დაიწყო. საძირკველში ჩაბრძანებულია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამობრძანებული სიწმინდეები, ასევე ის ქვები, რომლებიც მოსახლეობამ პატრიარქის კურთხევით ტაძრის მშენებლობის ადგილზე მიიტანა, სადაც მათი ახლობლების სახელებია დაწერილი. ტაძრის მშენებლობა 2 700 კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს.