loader

"დედ ჰასანის" მკვლელობა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილია" - გიგა ლიპარტელიანი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედ ჰასანის" მკვლელობა ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილია" - გიგა ლიპარტელიანი

"დედ ჰასანის" მკვლელობა დაკავშირებულია საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან - ქურდულ, რუსულ პროდუქტთან" - ამის შესახებ უკრაინული ტელეკომპანიის, ТВ-ის ეთერში ჟურნალისტური გამოძიების სააგენტო "რეპუტაციის" ხელმძღვანელმა გიგა ლიპარტელიანმა განაცხადა.

"რატომ მოკლეს დედ "ჰასანი" მაშინ, როცა ბიძინა ივანიშვილი გახდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი? 2010 წელსაც ესროლეს კანონიერ ქურდს, მაგრამ მაშინ არ მოუკლავთ, ეს გამაფრთხილებელი გასროლა იყო. ეს ყველაფერი დაკავშირებულია საქართველოს ახალ ხელისუფლებასთან - ქურდულ, რუსულ პროდუქტთან" - აღნიშნავს გიგა ლიპარტელიანი.

შეგახსენებთ, რომ 2012 წლის სექტემბერში გიგა ლიპარტელიანმა თბილისში საკუთარი წიგნის, "სიმართლე, რომელიც ქართველმა ხალხმა უნდა იცოდეს" პრეზენტაცია გამართა, რომელშიც ჯერ კიდევ "ქართული ოცნების" ლიდერს კვანტრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებდა.

ამასთან, ლიპარტელიანს ეკუთვნის 30-წუთიანი დოკუმენტური მასალა, სახელწოდებით - "ორი რუსული მკვლელობის ერთი ქართველი შემკვეთი". მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკ "რასიისკი კრედიტში" ვასილ ანისიმოვის ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის შემდეგ საჭირო გახდა ძმებ ამირან და ოთარ კვანტრიშვილების ფიზიკური ლიკვიდაცია, რომლებსაც ალუმინის ბიზნესში ინტერესები გააჩნდათ.

news-w.com

ასევე იხილეთ: გიგა ლიპარტელიანი ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებს