loader

ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე პატრიარქისთვის დიანა ღურწკაიამ იმღერა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართულ დიასპორასთან შეხვედრაზე პატრიარქისთვის დიანა ღურწკაიამ იმღერა

22 იანვარს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ასევე, მომღერალი დიანა ღურწკაია და რუსი ჟურნალისტები. პატრიარქმა ჟურნალისტებთან საუბრისას, სხვა საკითხებთან ერთად, იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ცდილობს საქართველოში დემოგრაფიული პრობლემის მოგვარებას.

"მე განვაცხადე, რომ ის, ვინც მესამე შვილს იყოლიებს, ან უფრო მეტს, თუ ექნებათ სურვილი, მე ვიქნები მათი ნათლია. უკვე 14 000-ზე მეტი ბავშვის ნათლია ვარ", - აღნიშნა პატრიარქმა.

ილია მეორე დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება.

პატრიარქი მოსკოვში 20 იანვარს გაემგზავრა. ილია მეორე მოსკოვში მართლმადიდებელი ერების ერთობის ფონდის პრემიით დააჯილდოვეს, რომელსაც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი ხელმძღვანელობდა.