თბილისში ჩინურ დასახლებას სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსი ექნება - ჯონდი ბაღათურია
14:58 / 14-02-2013
"ის, რომ ჩინურ კომპანიასთან საქართველოს ყოფილმა ხელისუფლებამ ხელშეკრულება ფარულად გააფორმა, გვაფიქრებინებს, რომ შესაძლოა, ადგილზე მივიღოთ პატარა ჩინური ავტონომია, რომელსაც შემდგომში მოჰყვება ჩინური სოფლების მშენებლობა და შესაძლოა, საბოლოოდ ჩვენ აღმოვჩნდეთ ამ ქალაქის გავლენის ქვეშ, პატარა ავტონომია", - განუცხადა ჯონდი ბაღათურიამ ჟურნალისტებს.
მისივე ინფორმაციით, მტკიცებულებები აქვს, რომ აღნიშნულ ქალაქს სპეციალური ეკონომიკური ზონის სტატუსიც უნდა მიენიჭოს.
ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენციის განმავლობაში ადგილზე მივიდა ჩინური კორპორაცია "ხუალინგის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თინათინ შიშინაშვილი, რომლის თქმითაც, "ხუალინგი" საქართველოს მთავრობასთან 2012 წლის 30 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ოლიმპიურ სოფელს ააშენებს, რომელმაც 4 000-მდე სპორტსმენს უნდა უმასპინძლოს.
ასევე იხილეთ: თბილისის ზღვაზე ჩინური ქალაქის პროექტის ვიდეომასალა