loader

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ

სავაჭრო ცენტრ "საბაში" ხანძრის ლოკალიზებას ამ დროისთვის 30-მდე ავტოცისტერნა, 3 სპეცმანქანა და 2 სამაშველო ჯგუფი ცდილობს. "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებული არავინაა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაზარალებულებს საკუთარი მაღაზიებიდან ნივთების გამოტანაში ეხმარებიან.

ადგილზე შეკრებილი არიან სავაჭრო ცენტრ "საბაში" განთავსებული მაღაზიების მოვაჭრეები, რომლებიც ამბობენ, რომ ხანძრის შედეგად ზარალი თითოეულ მოვაჭრეზე ათობით ათასი ლარი იქნება.

ამ დრომდე სავაჭრო ცენტრის იმ ნაწილიდან, სადაც ხანძარი ჯერჯერობით არ არის მოდებული, ავეჯის გამოზიდვა ხდება. სავაჭრო ცენტრს ცეცხლი ამ დრომდე უკიდია. თითქმის მთლიანად დამწვარია შენობის მეორე სართული. ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის 30-მდე ავტოცისტერნაა მობილიზებული, რომლებიც ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ.

ასევე იხილეთ:

ხანძარი სავაჭრო ცენტრ "საბაში"