loader

"იქნებ ვაღიარებ, ხომ უნდა მკითხოს ვინმემ?!" - ბაჩო ახალაიას სიტყვით გამოსვლა სასამართლოში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"იქნებ ვაღიარებ, ხომ უნდა მკითხოს ვინმემ?!" - ბაჩო ახალაიას სიტყვით გამოსვლა სასამართლოში

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია მასთან მიმართებაში სასამართლოს პოზიციას გამაოგნებლად მიიჩნევს. როგორც ახალაიამ პროცესზე განაცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, "სრულიად უაპელაციოდ და გაუგებრად იმყოფება პატიმრობაში ოთხი თვის განმავლობაში". ამასთან, მან განმარტა, თუ რატომ თქვა ბრალდების მხარემ უარი ნაფიცი მსაჯულების პირობებში გასამართლებაზე.

"რაღაც ცირკი დაიდგა - ბრალდებას სურდა, რომ ნაფიც მსაჯულებს განეხილათ ეს საქმე და ბრალდებულებს თითქოს სრულიად უკუღმართად აღმოაჩნდათ ამაზე უარი. თუ თქვენ ყოველ კვირაში ერთხელ გამოაქვეყნებთ ისეთ ჩვენებას, როგორიც გაგა მკურნალიძის იყო, და სხვა მსგავს ჩვენებებს, რომელ ნაფიც მსაჯულებზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? არავითარ შემთხვევაში" - მიმართა ახალაიამ პროკურორებს.

ბაჩო ახალაია და მასთან ერთად ბრალდებულები - ზურაბ შამათავა, გაგა მკურნალიძე, გიგი კალანდაძე, მერაბ კიკაბიძე, მანუჩარ დარასელია და გიორგი კინწურაშვილი ბრალდებულები არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, წამების ორგანიზებაში და თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.

ასევე იხილეთ:

- ბაჩო ახალაიას აპარტამენტები და ძვირადღირებული ავტომობილები

- სასამართლო დარბაზში შესულ ბაჩო ახალაიას აპლოდისმენტებით შეხვდნენ