loader

ბაჩო ახალაიას აპარტამენტები და ძვირადღირებული ავტომობილები - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ბაჩო ახალაიას აპარტამენტები და ძვირადღირებული ავტომობილები

საქართველოს პარლამენტის თავდაცვის და უშიშროების კომიტეტი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ფოტოებსა და ვიდეომასალას ავრცელებს, რომლებზეც, მათი ინფორმაციით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას აპარტამენტები და ძვირადღირებული მანქანებია ასახული.

"რამდენიმე დღის წინ თავდაცვის უწყებასთან ერთად 7 სამხედრო გარნიზონი შემოვიარე. რეალობა, რაც იქ დაგვხვდა, იმ მითებს ცდება, რასაც წლების მანძილზე გვიყვებოდა ყოფილი ხელისუფლება. ქვეყნის მთავარსარდალი, რომელიც ასეთ პირობებში აცხოვრებს საკუთარ ჯარისკაცებს, ნატო-ში გაწევრიანებაზე ქადაგებს და წლების მანძილზე ტყუილებით კვებავს საზოგადოებას. ამ გარნიზონებში ჯარისკაცები ცხოვრობენ გაუსაძლის პირობებში. ნაწილი შენობების ახლად გარემონტებულია, რომელზეც სერიოზული თანხაა დახარჯული, მაგრამ უკვე ნასახლარს ჰგავს. სამაგიეროდ, უწყების ხელმძღვანელები ცხოვრობდნენ მდიდრულად და სოლიდურ პრემიებსაც არ იშურებდნენ საკუთარი თავისთვის", - აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

იხილეთ: ვაზიანის ბაზაზე ბაჩო ახალაიას და გიგი კალანდაძის დალუქული აპარტამენტები გახსნეს


ასევე იხილეთ:
რა პირობებში ცხოვრობენ ჯარისკაცები ქუთაისისა და სენაკის ბაზებზე