loader

ზოგჯერ ხელისუფლებას უწევს ორმაგი სტანდარტით ცხოვრება - დეკანოზი თეოდორე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ზოგჯერ ხელისუფლებას უწევს ორმაგი სტანდარტით ცხოვრება - დეკანოზი თეოდორე

მე ვთვლი, რომ პრემიერი რთულ პოზიციაშია, - ეს განცხადება "პალიტრა TV"-ს ეთერში დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ 17 მაისს დაგეგმილ ლგბტ-ს აქციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, ქართველი ხალხი ვერ შეეგუება გარყვნილებასა და უზნეობას.

ამ საკითხის მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებასთან დაკავშირებით მან განაცხადა, რომ ხელისუფლებას უწევს ორმაგი სტანდარტით ცხოვრება, როცა "არც მწვადს წვავენ და არც შამფურს", რადგან დიპლომატია მოითხოვს ამას, მაგრამ მალე მოუწევთ პოზიციის მკვეთრად გამოხატვა და ორმაგ სტანდარტზე უარის თქმა, რადგან, მისი თქმით, ქართველი ხალხი ვერ შეეგუება ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდას.

დეკანოზ თეოდორეს თქმით, თუ ქართველი ხალხი მტკიცედ გამოხატავს საკუთარ ნებას და, მისი აზრით, ამ არაბუნებრივ მდგომარეობაზე მტკიცედ იტყვის "არას", მაშინ ხალხის ეს პოზიცია ბუნებრივად დაეხმარება პრემიერს არჩევანის განხორციელებაში. არ შეიძლება ქვეყნის მდგომარეობა მთლიანად ავკიდოთ ხელისუფალს, - განაცხადა დეკანოზმა თეოდორემ.

ასევე იხილეთ:
"ვერ ვიჯერებ, რომ მათ ვინმე დევნის" - დეკანოზი თეოდორე 17 მაისის აქციის საფრთხეზე საუბრობს

ხვალინდელ აქციაზე თუ აგრესიულად მოვიქცევი, მაშინ მე ვიქნები დამნაშავე - დეკანოზი თეოდორე