loader

400-მდე ახალი ავტომობილი და მოტოციკლი საპატრულო პოლიციისთვის - ინოვაცია შსს-ში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

400-მდე ახალი ავტომობილი და მოტოციკლი საპატრულო პოლიციისთვის - ინოვაცია შსს-ში

საპატრულო პოლიციას 400-მდე ახალი ავტომობილი და მოტოციკლი დაემატა. კერძოდ, საპატრულო პოლიციას დაემატა 400-მდე "შკოდას" მარკის ახალი ავტომობილი და "Suzuki", "Honda" და "Yamahaa"-ს მარკის ახალი მოტოციკლი.

ახალი ავტომობილებისა და მოტოციკლების პრეზენტაცია დღეს შს სამინისტროში გაიმართა, სადაც პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ტარდება. გარდა ამისა, შეიცვალა პატრულის ჟეტონი და უნიფორმა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი ჟეტონი მოსახერხებელია სატარებლად და გააჩნია უკეთესი ხილვადობა მოქალაქისთვის, ხოლო უნიფორმა შექმნილია თანამედროვე მასალისგან და კომფორტულია სატარებლად.

შინაგან საქმეთა სამინისტროში პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებებზე სამინისტროს მნიშვნელოვანი ტექნიკური და ინოვაციური სიახლეები მიწვეულ სტუმრებს პირადად შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და სამინისტროს სხვა წარმომადგენლებმა გააცნეს.

პრემიერმა და მიწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს პოლიციელის ახალი უნიფორმა, სამხრე ვიდეოკამერა, ჟეტონი, ახალი ავტომანქანა და მასზე დასაყენებელი ვიდეორეგისტრატორი. გაიმართა ახალი ვებგვერდის მობილური აპლიკაციისა და ქვეყნის მასშტაბით დროებითი მოთავსების იზოლატორების მონიტორინგისთვის დამონტაჟებული კამერების სამეთვალყურეო პროგრამის პრეზენტაცია.

ასევე იხილეთ:

ქართველ პოლიციელებს პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმა პოლიციელის დღე მიულოცეს

პოლიციელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შინაგან საქმეთა სამინისტროში

ქართული პოლიცია ჰუმანურობისა და კანონიერების დაცვით ნდობას დაიმსახურებს - ღარიბაშვილი

ღარიბაშვილი სპორტსმენია და ხელჩართული ჩხუბიც თუ დასჭირდა, არ დაიხევს უკან - ბიძინა ივანიშვილი

იხილეთ ინგლისური ვერსია