loader

"ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ეს საშინელი კადრებია" - რას ყვებიან მედიის წარმომადგენლები შსს-ში შეხვედრის შესახებ

შინაგან საქმეთა სამინისტროში მიწვეულ მედიისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის ამსახველი ორი, 30-წუთიანი ეპიზოდი აჩვენეს. ვიდეოჩვენება უხმოდ, ინგლისური ტიტრებით მიმდინარეობდა.

შეხვედრიდან გამოსული მედიის წარმომადგენლების ნაწილის განმარტებით, ვიდეოფირზე ასახულ პირთა იდენტიფიცირება თითქმის შეუძლებელია, რადგან დაფარული იყო მათი სახეები, ასევე წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის პროცესი.

შეხვედრა პროტესტის ნიშნად დასაწყისშივე დატოვეს "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "სამართლიანი არჩევნების" და "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელებმა. ასევე რამდენიმე ჟურნალისტმა, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებმა ეკა კვესიტაძემ და დავით პაიჭაძემ.

ასევე იხილეთ:

"ცირკი იყო, მეტი არაფერი" - შს მინისტრთან შეხვედრა რამდენიმე ადამიანმა დატოვა


"10 წამიც რომ აჩვენონ ეს კადრები, საზოგადოებაში დიდი აფეთქება მოხდება" - ირაკლი ალადაშვილი

იხილეთ ვიდეო ინგლისურად