loader

"შაშკინის დროს პატიმრები მირეკავდნენ: ბაჩო გვენატრებაო" - ელენე თევდორაძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"შაშკინის დროს პატიმრები მირეკავდნენ: ბაჩო გვენატრებაო" - ელენე თევდორაძე

ტელე-რადიო "პალიტრის" გადაცემა "აქ და ახლას" ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ელენე თევდორაძემ ციხეებში არსებულ მდგომარეობასა და ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა:

"მხოლოდ ბაჩოზე არ უნდა გადატყდეს ჯოხი. ადრე, როდესაც ვუთხარი, რა ხდება ციხეებში, მიპასუხა, რომ მას აქვს ეს დავალება, თუმცა არ ამბობდა, ვისგან. მინდოდა, ციხეში მენახა და მეთქვა მისთვის, რომ მარტო ის არ იყო ამ სისტემაში დამნაშავე. თუმცა პრეზიდენტმა შესვლის ნებართვა არ მომცა", - განაცხადა თევდორაძემ.

მისივე თქმით, ახალაიას სასჯელაღსრულებიდან წასვლის შემდეგ ციხიდან პატიმრები ურეკავდნენ და ახალაიას პერიოდს ნატრობდნენ. "მერე მოვიდა ხათუნა კალმახელიძე და მერე უკვე ხდებოდა ის, რაც ხდებოდა. ის იყო მარიონეტი. არავინ არაფერს ეკითხებოდა. მე მიკვირდა, რომ ეს ახალგაზრდა ქალი არაფერზე არ იღებდა ხმას", - განაცხადა თევდორაძემ.

ასევე იხილეთ: "მერაბიშვილმა მითხრა: სანამ ასეთ ბანდიტებს 200-მდე არ ჩავაწვენ, არ მოვისვენებო" - ელენე თევდორაძე

იხილეთ გადაცემა "აქ და ახლა" სრულად