loader

პრეზიდენტი ღამის კლუბში - არაფორმალური შეხვედრა მოლდოველ ახალგაზრდებთან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

პრეზიდენტი ღამის კლუბში - არაფორმალური შეხვედრა მოლდოველ ახალგაზრდებთან

მოლდოვის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულმა ფრთამ საქართველოს პრეზიდენტს კიშინიოვში არაფორმალურ გარემოში უმასპინძლა. მიხეილ სააკაშვილმა ახალგაზრდებს მოლდოვის ყოფილ და ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრებთან ერთად სიტყვით მიმართა და ქვეყნის მმართველობაში ახალგაზრდების აქტიურობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა მისი მთავრობის პირველი წლები და ახალგაზრდა მინისტრთა კაბინეტი, რომლებმაც საპასუხისმგებლო თანამდებობები 26-27 წლის ასაკში დაიკავეს. "ჩემი მინისტრები ძალიან ახალგაზრდები იყვნენ, "ოუშენის მეგობრებს" ჰგავდნენ. ამ ასაკში ყველანაირ რისკზე წამსვლელი ხარ, ცოტათი გიჟიც, მაგრამ სწორედ ამ ასაკში ფიქრობ, რომ ყველაფერი შესაძლებელია. ამიტომაც წარმატების მიღწევისთვის თქვენთვის ახლა იდეალური დროა. მიიღეთ გამოწვევა, გარისკეთ. როგორც საქართველომ შეძლო, ისევე შეძლებს მოლდოვა" - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა სტუდენტებთან საუბრისას.

ასევე იხილეთ: "მიშა, აიღე ჰალსტუხი და დავაი, დასვიდანია!" - კიშინიოვში სააკაშვილის ვიზიტი გააპროტესტეს


იხილეთ ვიდეო georgianews.ge -ზე