loader

"სამწუხაროა, რომ თქვენს ქვეყანაში არსებობენ ლტოლვილები" - დიმიტრი მედვედევი "პოზიციაში" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"სამწუხაროა, რომ თქვენს ქვეყანაში არსებობენ ლტოლვილები" - დიმიტრი მედვედევი "პოზიციაში"

უნდა მოიკრიბოთ ვაჟკაცობა და დაიწყოთ პირდაპირი კონსულტაციები - ლტოლვილების ბედზეც, ძალის გამოუყენებლობის რეჟიმზეც - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, დიმიტრი მედვედევმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოზიციაში" განაცხადა. მედვედევის თქმით, ლტოლვილების დაბრუნების საკითხი რუსეთის პრობლემა არ არის და ეს საკითხი საქართველომ და ე.წ. სამხრეთ ოსეთმა თავად უნდა მოაგვარონ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ მან ხელი მოაწერა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების დოკუმენტს, ის რუსეთის მხრიდან აღნიშნულ ტერიტორიაზე ეფექტურ კონტროლის არსებობას არ აღიარებს. რუსეთის პრემიერის მტკიცებით, რუსეთი ოკუპაციას არ ახორციელებს და აღნიშნულ ტერიტორიებზე მხოლოდ თავდაცვით ამოცანებს ასრულებს. "რაც შეეხება სიტუაციის ეფექტურ კონტროლს, ამას ახორციელებენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელისუფლო ორგანოები. შეიძლება ეს დაუჯერებლად ჟღერდეს, მაგრამ მე ასე გეტყვით. ჩვენთვის სულაც არაა ყოველთვის მარტივი მათთან სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებების წარმოება, რადგან ისინი გვპასუხობენ: ნუ ერევით, ეს ჩვენი საქმეა, ეს ჩვენი ტერიტორიაა, ეს ჩვენი ქვეყანაა. ანუ, ამ თვალსაზრისით ჩვენ მხოლოდ თავდაცვით ამოცანებს ვასრულებთ და მეტს არაფერს", - აცხადებს მედვედევი.

ასევე იხილეთ: რა შთაბეჭდილება დატოვა ბიძინა ივანიშვილმა დიმიტრი მედვედევზე