loader

"ხშირად ბავშვები მამის დადებულ ნაღმზე ფეთქდებიან..." - ფოტოგამოფენა ავღანეთის თემატიკაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ხშირად ბავშვები მამის დადებულ ნაღმზე ფეთქდებიან..." - ფოტოგამოფენა ავღანეთის თემატიკაზე

ბათუმის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ავღანეთის თემატიკაზე ფოტოგამოფენა გაიმართა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორმა, ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანმა ზაირა მიქატაძემ აღნიშნა, გამოფენის გაკეთება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსში" ქართველი ჯარისკაცების რეპუტაციის შემლახავი სტატია გამოქვეყნდა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ნატო-ს სამშვიდობო მისიის ფარგლებში ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მყოფი ქართველი ჯარისკაცების მიერ გადაღებული ფოტოები და ამონარიდები მათი წერილებიდან.

"ხშირად ბავშვები საკუთარი მამის მიერ დაგებულ ნაღმზე ფეთქდებიან. ისინი ჩვენს ბაზებზე მიგვყავს და სამედიცინო დახმარებას ვუწევთ", - წერს 23-ე ბატალიონის ჯარისკაცი ბესო გოგია.

გამოფენას ავღანეთიდან ახლახან დაბრუნებული ჯარისკაცები, ბათუმის მერი, აჭარის განათლების მინისტრი და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ. ჯარისკაცებს დღესვე აჭარის უმაღლეს საბჭოში უმასპინძლებენ.

იხილეთ: "ე, ბიჭო" - ქართულად ალაპარაკებული ავღანელი პატარები და საჩუქრები ქართული მისიისგა

იხილეთ ვიდეო ინგლისურად