loader

"ბინძურ პიარს მიგორებენ" - ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატი ირწმუნება, რომ გაიმარჯვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ბინძურ პიარს მიგორებენ" - ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატი ირწმუნება, რომ გაიმარჯვა

ოზურგეთის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი კონსტანტინე შარაშენიძე ირწმუნება, რომ ოზურგეთში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ის მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

შარაშენიძე ამ წუთებში საოლქო-საარჩევნო კომისიასთან იმყოფება და კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვს, რათა თავმჯდომარემ მას შედეგები წარუდგინოს. მერობის კანდიდატი საარჩევნო კომისიასთან ჟურნალისტებთან და იურისტთან ერთად მივიდა.

საარჩევნო კომისიასთან სამართალდამცველები და მხარდამჭერები არიან შეკრებილნი. კონსტანტინე შარაშენიძე საოლქო-საარჩევნო კომისიაში შესვლას ითხოვს.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: შეხლა-შემოხლა ოზურგეთში - შარაშენიძის მომხრეებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს

როგორ აღნიშნავენ შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას წინასწარ