loader

შეხლა-შემოხლა ოზურგეთში - შარაშენიძის მომხრეებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შეხლა-შემოხლა ოზურგეთში - შარაშენიძის მომხრეებმა "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს

ოზურგეთის საოლქო-საარჩევნო კომისიასთან მცირე ინციდენტი მოხდა. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის, კოტე შარაშენიძის მხარდამჭერების აქციას "ქართული ოცნების" აქტივისტებმა ჩაუარეს მანქანით, რასაც შარაშენიძის მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. მათ "ქართული ოცნების" მხარდამჭერების მანქანას გზა გადაუკეტეს, რასაც მცირე ინციდენტი მოჰყვა, თუმცა სამართალდამცველებმა მოწინააღმდეგე მხარეების დაპირისპირება მალევე განმუხტეს.

კონსტანტინე შარაშენიძე აცხადებს, რომ 18 უბანზე ხმის დათვლის პროცედურა მიზანმიმართულად ჭიანურდება და არჩევნების გაყალბებას მაქსიმალურად ცდილობენ. მისივე თქმით, ბეგლარ სიორიძე ოზურგეთს არ სჭირდება, ხალხი მას მხარს არ უჭერს, თუმცა მის გამარჯვებაში სხვადასხვა სტრუქტურა სხვადასხვა ფორმით აქტიურად არის ჩართული.

კონსტანტინე შარაშენიძის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის შენობასთან დარჩებიან მანამ, ვიდრე ხმებს ობიექტურად არ დაითვლიან. იგი დარწმუნებულია, ოზურგეთის მერის არჩევნებში გამარჯვებულია. მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი აცხადებს, რომ ოზურგეთის სოფლებსა და ქალაქში, უბნების უმრავლესობაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

ამ დროისთვის საოლქო-საარჩევნო კომისიის შენობასთან სტაბილური ვითარებაა. ადგილზე შეკრებილნი არიან როგორც შარაშენიძის მხარდამჭერები, ისე სამართალდამცველები. უბნებზე კი პარალელურად მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურები.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

ასევე იხილეთ: "ბინძურ პიარს მიგორებენ" - ოზურგეთის დამოუკიდებელი კანდიდატი ირწმუნება, რომ გაიმარჯვა

როგორ აღნიშნავენ შარაშენიძის მომხრეები გამარჯვებას წინასწარ

ხალხის რეაქცია, როცა შარაშენიძის გამარჯვება გამოაცხადეს