loader

რა ხდება გლდანის ციხეში - პირველი კადრები საპყრობილიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება გლდანის ციხეში - პირველი კადრები საპყრობილიდან

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების ახალი მინისტრის, გიორგი ტუღუშის ინიციატივით, დღეს ჟურნალისტები, მათ შორის, "პალიტრა ტვ"-ის კორესპონდენტი გლდანის #8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.

საპყრობილის ეზოში შესულ გიორგი ტუღუშს და ჟურნალისტებს პატიმრები საკნების გისოსებზე ბრახუნით შეხვდნენ. ისინი მედიის წარმომადგენლებს შველას სთხოვდნენ. ამასთან, პატიმრები ერთხმად კითხულობდნენ "მამაო ჩვენოს". იყო შეძახილებიც - "ბიძინა, ბიძინა".

ასევე იხილეთ: "ყველას მოგხედავთ, არავინ შეგეხებათ ხელით" - რას ჰპირდება გიორგი ტუღუში პატიმრებს